მაკრონი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ აუცილებელი იქნება რუსეთთან ურთიერთობების გადახედვა

Published:

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ აუცილებელი იქნება რუსეთთან ურთიერთობების გადახედვა.

„ჩვენ მოგვიწევს, ვიფიქროთ ევროპის ორგანიზაციის ახალ ფორმაზე და გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობებს რუსეთთან უკრაინაში ომის შემდეგ“, – განაცხადა მაკრონმა.

მაკრონის თქმით, საჭიროა ევროპის ახალი ფორმით და ახალ რეალობაში წარმოადგენა, რაც მოითხოვს ახალი საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბებას.

„ჩვენი დღევანდელი წესრიგი არასრულყოფილი და უსამართლოა. არასრულყოფილი იმიტომ, რომ ის მეორე მსოფლიო ომის დასასრულს იყო ჩაფიქრებული და ამიტომ არ ითვალისწინებდა იმ პრობლემებს, რომლებიც შემდგომში გაჩნდა და დომინანტური გახდა“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, ამ საკითხს გაერო-ს შემდეგ სხდომაზე დაუბრუნდება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img