ზელენსკი – ბევრი დრო არ გვაქვს, მომდევნო რამდენიმე თვე გადამწყვეტი იქნება ომში

Published:

ბევრი დრო არ გვაქვს. მომდევნო რამდენიმე თვე გადამწყვეტი იქნება ამ ომში – რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ და ყველა თქვენგანის წინააღმდეგ, რადგან ეს არის რუსეთის ომი თავად თავისუფლების წინააღმდეგ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის მიღწევების აკადემიის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას აქვს გამარჯვების გეგმა, რომელსაც ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს წარუდგენს.

„უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. არ უნდა დავკარგოთ მომდევნო რამდენიმე თვე ომში, რათა არ დავკარგოთ შემდეგი ათწლეულები. უკრაინას აქვს გამარჯვების გეგმა და მე წარვუდგენ ამ გეგმას ამერიკას – პრეზიდენტ ბაიდენს, კონგრესს და ორივე საპრეზიდენტო კანდიდატს – კამალა ჰარისს და დონალდ ტრამპს – და ყველა ჩვენს გლობალურ მოკავშირეს. მჯერა, რომ ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო მიღწევა – გამარჯვება თავისუფლებისთვის, თავისუფლების ხარჯზე კომპრომისების გარეშე. ახლა ჩვენ ყველას გვაქვს ძალა, ჩამოვაყალიბოთ მსოფლიო, რომელშიც ჩვენი შვილები და მათი შვილები იცხოვრებენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკის მიღწევების აკადემიის ყოველწლიური ჯილდო – The Golden Plate Award-ი მიიღო. ცერემონია ნიუ-იორკში გაიმართა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img