Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

დღეს, 24 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა მიხეილ სააკაშვილის პროცესი გადადო. ადვოკატებმა, წარსულში დაყენებულ შუამდგომლობაზე პასუხი ისევ ვერ მიიღეს სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის შეშვების თაობაზე. სხდომას ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით ვერ ესწრებოდა. პროცესზე მოსამართლემ მხოლოდ პენიტენციური სამსახურიდან მიღებული ოქმი გაითვალისწინა, მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებდა, სხდომა მის გარეშე ჩატარებულიყო.

მან არ გაითვალისწინა ადვოკატების მიერ წარდგენილი განცხადება. მოსამართლის თქმით, ეს დოკუმენტი პირველის საწინააღმდეგო შინაარსისაა და სააკაშვილი ამით ითხოვს სხდომა მის გარეშე ჩატარდეს.ბრალდებულის ერთ-ერთი იურისტი, დიმიტრი საძაგლიშვილი განმარტავს, რომ სააკაშვილის ხელმოწერილი განცხადებით ითხოვდნენ, შუამდგომლობაზე გაეცათ პასუხი და მტკიცებულებების გამოკვლევის ნაწილი გადაედოთ. ადვოკატი აღნიშნავს, რომ პენიტენციურის და მათი დოკუმენტები ურთიერთსაწინააღმდეგო არაა და მიხეილ სააკაშვილის ნება ცხადი იყო:

“ოქმი პენიტენციურმა სამსახურმა შეადგინა, რაზეც მიხეილ სააკაშვილი აწერდა ხელს. მტკიცებულებების გამოკვლევა რომ არ უნდა მოხდეს მის გარეშე, ეს ჩვენი განცხადებითაც ირკვევა, უბრალოდ ჩვენ განცხადებაში მივუთითეთ, რომ ამ შუამდგომლობაზე პასუხი გაეცათ. ურთიერთსაწინააღმდეგო არაა ეს ორი დოკუმენტი და ძალიან ნათლად იკვეთება სააკაშვილის ნება”. დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ სასამართლო ხელოვნურად იგონებს მიზეზებს, არ თქვას პასუხი ექსპერტების დაშვების შუამდგომლობაზე.

“შუამდგომლობა დაყენებული გვაქვს, პასუხს არ გვეუბნება. აქვე ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ექსპერტის დაშვებას პატიმრობაში მყოფ პირთან არ სჭირდება სასამართლოს ნებართვა. ჩვენ 5 თვეზე მეტია, ამ პრობლემას გვიქმნიან, ამიტომ მოგვიწია სასამართლოსთვის მოთხოვნა. სასამართლო ხელოვნურად იგონებს მიზეზებს, არ თქვას პასუხი ამ შუამდგომლობაზე. დღევანდელ პროცესზე წარვადგინეთ განცხადება, რომელსაც ხელს აწერდა თავად მიხეილ სააკაშვილი. მასზე მითითებული იყო, რომ მისი მონაწილეობის გარეშე განხილულიყო დაცვის მხარის შუამდგომლობა”. – თქვა საძაგლიშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე პროცესი, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე უნდა გამართულიყო. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ამ საქმეზე ბრალდებულია თეიმურაზ ჯანაშია, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები