კობახიძე – ევროპარლამენტარებს საქართველოში ხელისუფლების ხელოვნურად შეცვლა სურთ

Published:

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროპარლამენტარებს საქართველოში ხელისუფლების ხელოვნურად შეცვლა სურთ.

ქვეყნის პრემიერი ამტკიცებს, რომ სწორედ ამას ემსახურება იმს უმკაცრესი რეზოლუციაც, რაც ევროპარლამენტმა მიიღო.

ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს ამოძრავებთ ერთდერთი მიზანი, უფროსწორად მათ უფროსებს, რომ რამენაირად ხელოვნურად გამოიწვიონ მღელვარება ქართულ საზოგადოებაში იმისათვის, რომ მოახერხონ ხელოვნურად ხელისუფლების შეცვლა”, – ამბობს კობახიძე.

425 ხმით რუსული კანონის წინააღმდეგ უმწვავესი რეზოლუცია დამტკიცებულია. 

მთლიან რეზოლუციასთან ერთად ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებების შეტანასაც საბოლოო დოკუმენტში.

აღნიშნული ცვლილებებით ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საკითხის გადახედვას. 

რეზოლუციის საბოლოო დოკუმენტში ასევე დაყენებულია პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლების საკითხი. ამ ჩანაწერს მხარი 430-მა დეპუტატმა დაუჭირა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img