მთაწმინდის პარკში საახალწლო ბაზრობა მოეწყო

Published:

მთაწმინდის პარკში საახალწლო ბაზრობა მოეწყო. ადგილზე გამოფენილია ხელნაკეთი ნივთები. საკუთარი ნაკეთობები 60-მდე მეწარმემ წარადგინა. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ საახალწლო ტკბილეული დააგემოვნონ და შეიძინონ. დაგეგმილია გასართობი ღონისძიებებიც. ღონისძიებას მუსიკალურად დიჯეი გააფორმებს.ბაზრობას მთაწმინდის პარკი ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img