იანვარში საქართველოს ეკონომიკა 5,8%–ით გაიზარდა

Published:

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.8% შეადგინა.

სტატისტიკის თანახმად, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წელს 7,5%, ხოლო 2021 წელს 11% შეადგინა.

2024 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია. კლების ტენდენცია დაფიქსირდა ვაჭრობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობებისა და დამმუშავებელი მრეწველობის სექტორებში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img