სამხრეთ აფრიკაში რეკორდული რაოდენობის თოვლი მოვიდა

Published:

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ერთ დღე-ღამეში, რეკორდული რაოდენობის თოვლი მოვიდა. 

უხვი ნალექის გამო ავტომაგისტრალებზე ავტომობილები ჩაიხერგნენ, ამის გამო მძღოლებს მანქანებში მოუწიათ ღამის გათევა. პარალიზებული იყო შემოვლითი გზებიც. საგზაო დეპარტამენტებმა მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

ადგილობრივი მეტეოროლოგების ინფორმაციით, ნალექის ოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

ხელისუფლების განცხადებით, დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img