დღეს პარლამენტში ერთდროულად ორი კანონპროექტი დაინიცირდება

Published:

დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, უმრავლესობა ერთდროულად ორი კანონპროექტის ინიციირებას გეგმავს. საუბარია “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა” და “სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ” კანონებში ცვლილებზე.

მმართველი გუნდის მიერ მომზადებული დოკუმენტების მიხედვით, იცვლება თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ხარვეზით წარდგენის შემთხვევაში რეაგირება; დგინდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტია; უქმდება ამჟამად არსებული ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის პირველი პირების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან. გარდა ამისა, იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის ჩატარების ვადები და წესები.

უმრავლესობის წევრების განმარტებით, ცვლილებები ევროკომისიის 9 დათქმიდან გამომდინარეობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img