“ლელოს” წევრი სალომე სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება რუსეტთან მთავარი მომლაპარაკებელი, რადგან ოკუპანტი ქვეყანა საქართველოში საუთარ ინტერესებს არაფორმალურადაც ატარებს. ოპოზიციის წევრის თქმით, “ოცნების” პირობებში არსებობს სხვა არხებიც, რომლის მეშვეობითაც რუსეთი ჩვენს ქვეყანაში საკუთარ დღის წესრიგს ალაგებს.
ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი საკუთარ დღი წესრიგს, რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს, ძალიან კარგად ალაგებს არაფორმალური წარმომადგენლობით, იქნება ეს ხიდაშელი, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი თუ სხვა შუამავლები. ამიტომ არსებულ ვითარებაში არანაირი დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამ გადაადგილებებს, იმიტომ, რომ რუსეთი საკუთარ ინტერესებს “ქართული ოცნების” შემთხვევაში ატარებს აბსოლუტურად სხვა არხებით და არანაირი ფორმალური არხები ამისთვის არ გამოიყენება, – ამბობს სალომე სამადაშვილი.