რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ხმას არ იღებენ

Published:

უმცირესობათა უფლებებს ჩვენ ვიცავთ, მაგრამ სულ სხვაა ლგბტ პროპაგანდა და ჩვენს მომავალ თაობებს, ჩვენს ბავშვებს არ გავწირავთ იმისთვის, რომ გარკვეულმა ძალებმა, რომლებსაც არეული აქვთ გზა და კვალი, იმიტომ, რომ დაფინანსება მიიღონ, თაობებს თავისი აზრები თავს მოახვიონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ხმას არ იღებენ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, დაფინანსება შეუწყდებათ.

ზარქუას განცხადებით, “ხელმოცარულები – “ნაცები”, “ნეონაცები”, “ახალი ნაცები” ყველაფერს აკეთებენ ოღონდ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიიღონ და კომენტარსაც კი არ აკეთებენ”.

“ჩუმად არიან, გაყურსულები არიან ეს ხელმოცარულები, პრობლემას თვალს ვერ უსწორებენ, იმიტომ, რომ შემდეგ დაფინანსება შეუწყდებათ. როგორც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ რომელიმე რადიკალი ოპოზიციონერი ხმას ამოიღებს, მაშინვე ისინი ამორიცხული იქნებიან იმ დაფინანსების წყაროებიდან, რაც მათ აქვთ, ამიტომ ხდება პოზიციების შეჯერება, როდის რა დაიწყონ. მე მინდა ქართველ ხალხს ვუთხრა, ეს ხელმოცარულები ემზადებიან მორიგი რევანშისთვის, ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, მიმდინარე პერიოდში. მიზეზს უამრავს მოგიძებნიან, მთავარი ერთი რამ ვიცით – მათი ამოცანა და მიზანი იქნება ჩამოშალონ სახელმწიფო ინსტიტუციები, ჩვენი ძალოვანი სისტემები, მთავრობა, შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდნენ და შემდეგ უკვე მარტივია “მეორე ფრონტის” გახსნაც და მერე მარტივია, რომ ჩვეულებრივად ომში შეიყვანონ ჩვენი ქვეყანა, ამის შემდეგ უკვე მარტივად დაემორჩილონ სხვისი ბრძანების – უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებას. ეს მცდელობა არა ერთხელ ჰქონიათ, ჩვენ აღვკვეთეთ,” – განაცხადა ზარქუამ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img