ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხვდება. ირაკლი კობახიძე იენს სტოლტენბერგს მთავრობის ადმინისტრაციაში მასპინძლობს. ეს არ არის პირისპირ შეხვედრა – მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობს.
ახლა მედია ელოდება შეხვედრის დასრულებას. ნატოს გენ.მდივანმა უნდა თქვას, რა მიზნით ჩამოვიდა საქართველოში, რაზე ელაპარაკა საქართველოს მთავრობას და რას უნდა ელოდოს ქვეყანა ვაშინგტონის საიუბილეო სამიტიდან.