მოსკოვი ადასტურებს, რომ ვაშინგტონმა მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

Published:

რუსეთის სპეცსამსახურებში აცხადებენ, რომ შეერთებულმა შტატებმა მოსალოდნელი ტერაქტის მზადების შესახებ მოსკოვს ინფორმაცია ნამდვილად გადასცა, – ამის შესახებ სააგენტო “ტასი” წერს

“სპეცსამსახურის განცხადებით, ასეთი ინფორმაცია მიიღეს, თუმცა ის ზოგადი ხასიათის იყო, რაიმე კონკრეტიკის გარეშე”, – წერს მედიასაშუალება. 

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესსპიკერის, ედრიენ უოთსონის განცხადებით: “ამ თვის დასაწყისში, აშშ-ის მთავრობას ჰქონდა ინფორმაცია მოსკოვში დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმის შესახებ, პოტენციური სამიზნეს ფართო შეკრებები, მათ შორის კონცერტები წარმოადგენდა, რამაც უბიძგა სახელმწიფო დეპარტამენტს, გამოეცა საჯარო გაფრთხილება რუსეთში მყოფი ამერიკელებისთვის. აშშ-ის მთავრობამ ასევე გაუზიარა ეს ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებას, როგორც ამას “გაფრთხილების ვალდებულების“ პოლიტიკა ითვალისწინებს”.

22 მარტს, მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის მხვერპლთა რაოდენობა 93-მდე გაიზარდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img