“პიარკამპანიების დაგეგმვით სააკაშვილის კრიმინალური წარსული ვერ გაქარწყლდება” – ოხანაშვილი

Published:

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შეწყალების მზინით, “ნაცინალური მოძრაობის” ხელმოწერების კამპანიას ეხმაურება. ის ამბობს, რომ პიარკამპანიების დაგეგმვით მიხეილ სააკაშვილის კრიმინალური წარსული ვერ გაქარწყლდება.

„ავტობუსით სიარული იმ ჩადენილ დანაშაულებს ვერ გააქარწყლებს, რაზეც პასუხისმგებელია პატიმარი სააკაშვილი. ამ პირის მიერ იმ ისტორიულ მძიმე ქმედებებს ვერავითარი კამპანია ვერ გაათეთრებს, რითაც მან სტრასბურგის სასამართლო გააოცა. შესაბამისად, ავტობუსებით და პიარკამპანიების დაგეგმვით კრიმინალური წარსული ვერ გაქარწყლდება. რა თქმა უნდა, ეს სალომე ზურაბიშვილისთვის ნიადაგის შემზადებაა, რომ მას სივრცე ჰქონდეს, ხელი გაიშვიროს სხვისკენ იმ ქმედებისთვის, რაც შეიძლება, თავად განახორციელოს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img