ხაბეიშვილი რუსულ კანონზე: ხაზს უსვამენ, რომ არ უნდათ გავხდეთ EU-ის წევრი ქვეყანა

Published:

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებას ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლება ახლა მილევად რეჟიმშია და ყველანაირად ცდილობს, დააზიანოს ქართველი ხალხის ინტერესი.

ხაბეიშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებით ისინი ხაზს უსვამენ, რომ არ სურთ, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

“რამდენიმე დღის წინ აღნიშნავდნენ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გასვლას, რამდენიმე დღეს ვერ გაძლეს და ფაქტობრივად თავს ესხმიან ისევ ევროპულ ღირებულებებს და ამ გადაწყვეტილებით ისინი ნათლად ხაზს უსვამენ, რომ არ უნდათ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

ფაქტია, ხელისუფლება ემზადება მარცხისთვის და შესაბამისად, ახლა ცდილობს ყველანაირად დააზიანოს ქართველი ხალხის ინტერესი – გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ასევე, ამ თემებით მათ სურთ მთავარი დისკუსია, რომელიც მდგომარეობს ხალხის მიგრაციაში, რომ ასი ათასობით ადამიანი გარბის, რომ ყოველდღიური პრობლემები აქვთ, რომ უმძიმესი გაჭირვებაა, უმუშევრობაა ქვეყანაში, გადაიტანონ სხვა თემებზე და საზოგადოება კიდევ უფრო დაძაბონ და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ამყოფონ. […]

ამიტომ, ყველა ერთად პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, ქართველი ხალხი უნდა ხვდებოდეს მარტივ ჭეშმარიტებას – ხელისუფლება არის დასრულებული, ისინი არიან მილევად რეჟიმში და ამ ყველაფერს სჭირდება გაფორმება”- თქვა ხაბეიშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img