ჯაფარიძე – მუხიანში უამრავი სახლი გამოკეტილია, 26 ოქტომბრის შემდეგ ეს დასრულდება

Published:

მუხიანში ვიყავით ძალიან ბევრ ოჯახში და ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ უამრავი სახლი გამოკეტილია, რადგან წარმოუდგენლად ბევრი ადამიანია წასული ემიგრაციაში, მაგრამ 26 ოქტომბერს ეს ყველაფერი დასრულდება და ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი თბილისელები ღირსეულ ევროპულ ქვეყანაში იცხოვრებენ, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილის პირადმა  წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

“ახლა მუხიანში ვიმყოფებით, დილიდან ვიყავით ძალიან ბევრ ოჯახში და ყველაზე მტკივნეული რაც არის, ესაა რომ ძალიან ბევრი სახლია გამოკეტილი, იმიტომ რომ წარმოუდგენლად ბევრი ადამიანი წასულია ემიგრაციაში, მაგრამ ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ის პრობლემები, რომელთა წინაშეც ეს ადამიანები დგანან, 26 ოქტომბრის შემდეგ დასრულდება, ჩვენი მოქალაქეები დაბრუნდებიან ემიგრაციიდან და ქვეყნის მშენებლობის პროცესში ჩაერთვებიან. ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ ჩვენი ქვეყნის იზოლაციის მცდელობას, რისთვისაც ყველაფერს აკეთებს “ქართული ოცნება”. დიახ, ქართველი ხალხი, ჩვენი მოქალაქეები, თბილისელები აირჩევენ ევროპას, ევროპულ კეთილდღეობას და ერთხელ და სამუდამოდ ეტყვიან უარს რუსეთს, იზოლაციას, სიღატაკეს, უპერსპექტივობას. 26 ოქტომბრის შემდეგ ეს ყველაფერი დასრულდება და ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი თბილისელები იცხოვრებენ ღირსეულ ევროპულ დედაქალაქში და ღირსეულ ევროპულ ქვეყანაში”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ მუხიანში, მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img