ზელენსკის თქმით, უკრაინის “გამარჯვების გეგმა” სრულად მზად არის

Published:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის “გამარჯვების გეგმა” სრულად მზად არის.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, “გამარჯვების გეგმის” მიზანი უკრაინაში მშვიდობის დამყარება, ქვეყნის გაძლიერება და “გაყინული კონფლიქტის” თავიდან არიდებაა.

“დღეს შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვების გეგმა სრულად მზად არის – ყველა პუნქტი, ყველა საკვანძო აქცენტი, განსაზღვრულია ყველა დამატებითი დეტალი. ყველაფერი შემუშავებულია. ახლა ყველაზე მთავარია – რეალიზება მოვახდინოთ. მშვიდობის ალტერნატივა არ არსებობს და ვერც იარსებებს, არანაირი გაყინული კონფლიქტი ან სხვა რაიმე მანიპულაცია, რომელიც რუსულ აგრესიას სხვა ეტაპზე გადაიტანს”, – თქვა ზელენსკიმ.

მანამდე, ზელენსკიმ თქვა, რომ როდესაც “გამარჯვების გეგმა” მზად იქნება, ის აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გადაეგზავნება. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img