რუსეთი საქართველოში დღის წესრიგს არაფორმალურადაც ალაგებს – სამადაშვილი

Published:

“ლელოს” წევრი სალომე სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება რუსეტთან მთავარი მომლაპარაკებელი, რადგან ოკუპანტი ქვეყანა საქართველოში საუთარ ინტერესებს არაფორმალურადაც ატარებს. ოპოზიციის წევრის თქმით, “ოცნების” პირობებში არსებობს სხვა არხებიც, რომლის მეშვეობითაც რუსეთი ჩვენს ქვეყანაში საკუთარ დღის წესრიგს ალაგებს.

ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი საკუთარ დღი წესრიგს, რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს, ძალიან კარგად ალაგებს არაფორმალური წარმომადგენლობით, იქნება ეს ხიდაშელი, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი თუ სხვა შუამავლები. ამიტომ არსებულ ვითარებაში არანაირი დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამ გადაადგილებებს, იმიტომ, რომ რუსეთი საკუთარ ინტერესებსქართული ოცნებისშემთხვევაში ატარებს აბსოლუტურად სხვა არხებით და არანაირი ფორმალური არხები ამისთვის არ გამოიყენება, – ამბობს სალომე სამადაშვილი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img