ევროკავშირი საქართველოს პრიორიტეტულ რეფორმებში წინსვლისკენ მოუწოდებს

Published:

ევროპულმა საბჭომ ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა ორდღიანი სამიტის პირველი სამუშაო დღის ბოლოს, 21 მარტს,დასკვნა გამოაქვეყნა, რომელიც რამდენიმე საკითხს, მათ შორის ევროკავშირის გაფართოებას ეხება.

საბჭო მიესალმება უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს ევროკავშირის გზაზე აუცილებელი რეფორმების წინსვლაში და მხარს უჭერს ამ ქვეყნებთან გაწევრების საკითხზე მოლაპარაკების ჩარჩო დოკუმენტების სწრაფად მიღებას.

ევროპული საბჭო მხედველობაში იღებს საქართველოს მიმდინარე ძალისხმევას და ქვეყანას მოუწოდებს პრიორიტეტულ რეფორმებში წინსვლისკენ.

საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად და მოლაპარაკებების დასაწყებად შესასრულებელი აქვს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტი. მათ შორისაა ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის გაუმჯობესება, პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, სასამართლო რეფორმის დასრულება და საპარლამენტო ზედამხედველობის, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის და ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img