გამარჯვების შემდეგ მწვრთნელმა ფეხბურთელებს მიმართა

Published:

ვილი სანიოლმა თამაშის შემდეგ გასახდელში ფეხბურთელებს მიმართა და აღნიშნა, რომ კარგი თამაში ჩაატარეს რამაც ქვეყანა ააღელვა, გულშემატკივარი შესაძლოა ფიქრობდეს მსოფლიო თასის მოგებაც შევიძლია, მაგრამ ეს არ დაგვეხმარება, სამშაბათს მთავარი საქმეა გასაკეთებელი.


“ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ტაიმი დარჩა, დღეს კარგი პირველი ნახევარი ჩაატარეთ, 5 დღეში მეორე ნახევარი გველის. გამორთეთ ტელეფონები რათა დაიცვათ საკუთარი თავი გარემოსგან, ყველა ბედნიერია, აღელვებულია ეს ბუნებრივია, ქვეყანამ უნდა იგრძნოს ეს, მაგრამ თქვენ ფეხბურთელებს სამშაბათს საქმე გაქვთ გასაკეთებელი.
დღეს გულშემატკივარი შესაძლოა ფიქრობდეს, რომ მსოფლიო თასის მოგებაც შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ ეს არ დაგვეხმარება, ერთადერთი რამ რაც დაგვეხმარება არის თქვენი მიდგომა მუშაობა და კონცენტრაცია სამშაბათზე,” – განუცხადა მწვრთნელმა ფეხბურთელებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img