ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ

Published:

პარლამენტში ჟურნალისტებს არ უშვებენ. საკანონმდებლო ორგანოს უკანა მხარეს, საშვთა ბიუროსთან მობილიზებული სამართალდამცველები ონლაინმედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც აკრედიტაციები აქვთ, საკანონმდებლო ორგანოში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

“არა რუსულ კანონს! ” – პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. “რუსებო!” სკანდირებენ აქციის მონაწილეები და ამბობენ, რომ რუსული კანონის მიღებას არ დაუშვებენ.

“ქართული ოცნება” რუსული კანონის განხილვას  ოფიცილაურად იწყებს. “ოცნების” დეპუტატები და ოპოზიცონერი პოლიტიკოსები უკვე ბიუროს დარბაზში არიან შეკრებილი. საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელს პოლიცია აკონტროლებს.

15 საათზე ბიუროს სხდომაა დაგეგმილი, სადაც რუსული კანონი უნდა დაარეგისტრირონ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img