ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი

Published:

„ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა ერთიანობით უნდა დავამარცხოთ, შევინარჩუნოთ უვიზო მიმოსვლაც და მივიღოთ უფრო მეტი სარგებელი ევროკავშირისგან, მათ შორის 14 მილიარდიანი დახმარება, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა პარტნიორ ქვეყნებს მძიმე ზომების გატარებისკენ აიძულებს.

„ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა და თუკი „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში, ქართველი ხალხი ამას დაკარგავს. არავის არ უნდა ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება, უბრალოდ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ჩვენს პარტნიორებს ასეთი ნაბიჯების გადადგმას აიძულებს, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, ანტიჰუმანური პოლიტიკური ძალა ერთიანობით უნდა დავამარცხოთ და, რა თქმა უნდა, უვიზო მიმოსვლაც შევინარჩუნებთ და ევროკავშირისგან უფრო მეტ სარგებელს მივიღებთ, მათ შორის იმ 14 მილიარდიან დახმარებას, რომელიც საქართველოსკენ წამოვა, რითაც ქვეყანაში ევროპული ტიპის კეთილდღეობა შეიქმნება“,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img