საქართველოდან 2023 წელს EU-ში თავშესაფარი 25 209 პირმა მოითხოვა

Published:

2023 წელს ევროკავშირში თავშესაფარი 1.14-მა მილიონმა ადამიანმა მოითხოვა – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მომუშავე სააგენტო ავრცელებს და წერს, რომ წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 18%-ით არის გაზრდილი.

სააგენტოს ცნობით, გასულ წელს ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს მოქალაქეებმა ჯამურად 25 209 განაცხადი შეიტანეს, რაც 2022 წელთან შედარებით 12%-ით ნაკლებია.

ირკვევა, რომ  საქართველოს მოქალაქეებმა გერმანიაში 9 194, საფრანგეთში 7 210, ხოლო იტალიაში 3 015 განაცხადი შეიტანეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img