პირველი აპრილიდან ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვა ავტომატურად გაუქმდება -თბილისის მერია

Published:

პირველი აპრილიდან ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვა ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება – მესაკუთრეებს, რომელთაც ნებართვის შენარჩუნების სურვილი გააჩნიათ, სრულ ინფორმაციას ვებგვერდზე: www.taxi.tbilisi.gov.ge, ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე დარეკვით მიიღებენ.

თბილისის მერის, კახა კალაძის ცნობით, დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით, 20–21 ათასი ნებართვაა გაუაქტიურებელი.

გასული წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რომელმაც პირებს A კატეგორიის ტაქსის ნებართვები დაუკანონა. აღნიშნული ნებართვების გააქტიურებისთვის, რეფორმა ითვალისწინებდა ერთწლიან ვადას, რომელიც მიმდინარე წლის პირველ აპრილს იწურება. პირველ აპრილამდე უნდა მოხდეს იმ ნებართვების გააქტიურება, რომელიც მძღოლებს საკუთრებაში აქვთ. ჯამში, 35 000-ზე მეტი A კატეგორიის ნებართვაა გაცემული – ორ-სამჯერ მეტი, ვიდრე ამის საჭიროებაა ქალაქში, თუმცა მოქალაქეებს ჰქონდათ სურვილი, ეს ნებართვები აეღოთ”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img