თელავის აეროპორტის კონცეპტ-დიზაინის პროექტირების კონკურსში კომპანია შპს „ხმალაძე არქიტექტორებმა“ გაიმარჯვა

Published:

თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებულ კონკურსში შპს „ხმალაძე არქიტექტორებმა” გაიმარჯვა.- ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კონკურსში 13 კომპანია მონაწილეობდა, ჟიურიმ მათ შორის საუკეთესო კონცეპტ-დიზაინის პროექტად არქიტექტორ გიორგი ხმალაძის ნამუშევარი დაასახელა. აეროპორტების გაერთიანებამ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, თელავის აეროპორტის განვითარების პროექტი კომპლექსურია და ახალი სატერმინალე ინფრასტრუქტურის გარდა, არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრულად განახლებას მოიცავს – ის 1,7 კმ-მდე დაგრძელდება, ასევე მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები და აშენდება ახალი სანავიგაციო კოშკურა.

„თელავის აეროპორტის პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ერთი კონკრეტული რეგიონის, ისე ზოგადად შიდა ავიაციის განვითარების კუთხით მთელი ქვეყნის მასშტაბით – ეს საშუალებას მოგვცემს, პირდაპირი კავშირები გვქონდეს ქუთაისის, ამბროლაურის და მესტიის აეროპორტებთან, ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტთან. თელავში თანამედროვე სტანდარტების აეროპორტის არსებობა ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ტურიზმის განვითარების კუთხით – ის ცალსახად ხელს შეუწყობს ტურისტების მობილობის ზრდას. მათ საშუალება ექნებათ, უფრო სწრაფად და კომფორტულად შეძლონ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის თუ ტურისტული ლოკაციების მონახულება“, – აღნიშნავს ლევან დავითაშვილი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img