ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი 28 მარტს ჩაინიშნა

Published:

მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი 28 მარტს ჩაინიშნა. სავარაუდოდ,სწორედ,ამ პროცესზე გამოაცხადებს მოსამართლე გადაწყვეტილებას.

ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს ბრალდებულმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.

გარდა ამისა, ბრალდების მხარე აცხადებს, რომ გრიგორიადისმა 9 მარტს ჭანტურიას ქუჩაზე ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img