ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ უვადო პატიმრობა შეუფარდა

Published:

გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბოლნისში მომხდარი, გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით, მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლომ მას სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. შემთხვევა გასული წლის სექტემბერში მოხდა. კაცმა  ცოლი მოკლა და შვილი დაჭრა, ბრალდებულმა შემთხვევის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img