2023 წელს ევროკავშირში თავშესაფარი 1.14-მა მილიონმა ადამიანმა მოითხოვა – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მომუშავე სააგენტო ავრცელებს და წერს, რომ წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 18%-ით არის გაზრდილი.
სააგენტოს ცნობით, გასულ წელს ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს მოქალაქეებმა ჯამურად 25 209 განაცხადი შეიტანეს, რაც 2022 წელთან შედარებით 12%-ით ნაკლებია.
ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გერმანიაში 9 194, საფრანგეთში 7 210, ხოლო იტალიაში 3 015 განაცხადი შეიტანეს.